პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ვაფრენ ქართულ სიბრძნეზე – “რამაც გაწყინა, იმან მოგარჩინოსო”… ალბათ, ხალხი ზუსტად იმ მდგომარეობაში იყო, როგორშიც ჩვენ ვართ ახლა. ხალხში გამეფებულმა ნიჰილიზმა, ფსევდო ოპოზიციური პარტიების სიუხვემ, ნამდვილ ოპოზიციაში ივანიშვილის მიერ შეგზავნილმა ე.წ. ლიდერების მავნე ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ისევ ოლიგარქის გადმოგდებული “ბარტყის” ამარა დავრჩით… გვაწყინა ჩვენმა რუსმა და იმდენად ღრმად შეგვიყვანა რუსულ გვირაბში, იმდენად ნათლად დაგვანახა ჩვენი ორპირობა, უსუსურობა, რომ მანაც გადასარევად იცის, მასზე რომ ვართ დამოკიდებულები… ყველა თავის პოლიტიკურ ქულაზე “ჩალიჩობს”, ვინც გვეუბნება, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის კარი ღიაა, ვინც 2024 წლის არჩევნებისთვის ყველაზე მსხვილი პარტიის სათავეში ისევ მოსვლას ლამობს…
ახლა, ივანიშვილის დაკვეთით ხმის ჩახლეჩვამდე ვიკივლებთ “შორს ხელები სალომე ზურაბიშვილისგან”, რადგან იცის აქეთა მხარისთვის, ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთი, ჰოდა დასავლეთთან დალაგების სპეცოპერაცია მიდის, არა ქვეყნის უკეთესი მომავლის იდეით, არამედ – თავისი მილიარდების და თავისუფლების გარანტიების მიღებისთვის. ოლიგარქმა ისიც იცის, რომ ქართული ოცნების მომხრეები იმდენად ბნელები არიან, ბოლომდე ეგონებათ, რომ ბიძინა წასულია პოლიტიკიდან და სალომე დამოუკიდებელი პერსონაა ურჩი და თავნება, ჰოდა “ფრანგულად” მოქმედებს… თავისივე ბნელებისგან ისევ თავის მთავარ გმირ ზურაბიშვილს ისევ ჩვენ დაგვაცვევინებს… საინტერესოა, იმპუჩმენტით გადაყენებული სალომე თუ გამოუცხადებს პარლამენტს უნდობლობას? შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს? წესით, პრეფერანსის უბადლო მოთამაშე რუს ოლიგარქს ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ჰქონდეს გაწერილი და ვიხილავთ ვადამდელს. მერე? მერე ისევ “ჟვანია” დაითვლის ხმებს და 2027-მდე შეეცდება პარლამენტის დაკომპლექტებას.
თუ არა რუსულ კანონს-2-ს მოვაწყობთ, ტიპიური რუსივით ქონების გარანტიებით წავა და ზვარაკად კობახიძე-მდინარაძე-ღარიბაშვილს დატოვებს… მასეთივე აბაშიძემ ბათუმიდან კატა აიყვანა ბორტზე მონები ბედის ანაბარა დატოვა…”
კომენტარები