თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოგვარებაზე დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს.
„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა. უკრაინასა და რუსეთში შეხვედრების შემდეგ ბატონმა (გაეროს გენერალურმა მდივანმა ) გუტერეშმა დამირეკა და მითხრა, რომ მოლაპარაკებები დადებითი იყო“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტს მორიგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და კვლავ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
კომენტარები