“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგს მართავს, სადაც კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების სურვილში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და ამბობს:
“ომის პარტიის” აშკარა მიზანია ხელისუფლებამ მიიღოს ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილება, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში უცხოელი ლობისტებიც ჩაერთვნენ. ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციების მიერთებისკენ მოუწოდებენ.
მინდა შეგაახსენოთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს. რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია 2008 წელს არც საქართველოს ხელისუფლებას. მეტიც, მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2010 წელს ნაწილობრივ, 2012 წელს კი სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.
ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებ, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, ღიად ისაუბრონ ამაზე. ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს. საკუთარ ქვეყანას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უცვლელია და მას ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.”
“აბსურდია… ყალბი ნარატივია, რომ სანქციების დაწესება ომის დაწყებას ნიშნავს” – გია ხუხაშვილი “ოცნებას”
კომენტარები