თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს, შოთა არველაძემ ვიდეოჩართვით მიმართა:
“მოგესალმებით ყველას, ვინც აქციაზეა, ვინც ამ მიმართვას ტელეეკრანიდან ისმენს.
არ შეიძლებოდა ჩემი ადამიანური მხარდაჭერა არ გამომეხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც წარმოუდგენელ გმირობას იჩენს. მათ აქვთ მიზანი, სხვა შემთხვევაში ამხელა ბოროტებას ასეთი ერთსულოვნებით ვერ დაუპირისპირდებოდნენ.
ქართველებმა ვიცით, ამ ბოროტების ძალა და მისი ტრაგიკული შედეგები.
ახლა, როცა ომის მასშტაბებიც უფრო დიდია და ბოროტების სახე მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინოა, მნიშვნელოვანია იმ იდეების ერთგულნი დავრჩეთ, რომელიც ჩვენ ქვეყანას მშვიდობას მოუტანს ჩვენი არჩევანი არა დოკუმენტზე ხელმოწერით, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ტოლერანტობით, კულტურითა და დამოკიდებულებით დავამტკიცეთ და გვჯერა ჩვენი ევროპელი მეგობრებიც აფასებენ.
ჩვენ დიდი ტანჯვა გადავიტანეთ და ვიმსახურებთ დავიბრუნოთ ადგილი, რომელიც გვეკუთვნის და ვიყოთ იმ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი, რომელსაც ზუსტად 100 წლის წინ ძალადობრივად მოგვწყვიტეს. საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წვერები.
მინდა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვფიქრობთ მათზე და განვიცდით მათ ტკივილს. გვჯერა გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს გმირებს.!”
კომენტარები