ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“30 წელი გავიდა თბილისში იმ საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან, რომელსაც ხელისუფლება “სამოქალაქო ომს” უწოდებდა და ცდილობდა ასე დაემკვიდრებინა უახლეს ისტორიაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალება. ამ 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავრობა, ხელისუფლება კი, რომელიც ამ ყველაფერს სრულყოფილად გამოიძიებს, შეაფასებს, დამნაშავეებს დასჯის(თუნდაც სიმბოლურად) და დაზარალებულებს სათანადოდ მოეპყრობა, ჯერ არ ჩანს თვალსაწიერზე.
30 წლის წინ თბილისში ბრძოლები დასრულდა, მაგრამ ის შემდეგ გადაიზარდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დევნაში, მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში. მას მოჰყვა ეგზეკუციები სამეგრელოში, დევნილი პრეზიდენტის მკვლელობა და სხვა. აფხაზეთის ომიც დაიწყება მალე ვითომ პატრიოტულ მოტივებზე, გარედან კარგად დაგეგმილი და ინსპირირებული, ადგილობრივი შემსრულებლებით, იქაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებები შევიდნენ საქართველოს სახელით, ხელისუფლებამ “არჩევნები” მხოლოდ 5 ოქტომბერს ჩაატარა, აფხაზეთის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ. არც ეს ომი შეფასებულა, დრო კი გადის. წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნებსაც ვერ ვაკეთებთ. გამსახურდიას რომ ბევრი ჰქონდა დაშავებული, ეგეც ვიცით, ეს პოსტი ამაზე არაა, ცალკე თემაა. ისიც ფაქტია, რომ სწორედ შევარდნაძის ხელისუფლებამ შეიყვანა ქვეყანა რუსეთის დსთ-ში. პოლარიზაცია რით მთავრდება, მაინც ვერ ვსწავლოთ წარსულის გაკვეთილებს. დღესაც რომელ ორბიტაზე მივიწევთ, ეს ოპტიკის გარეშეც ჩანს.
პ. ს. ვინ ამარაგებდა იარაღით (და არა მხოლოდ იარაღით) ქართველებს, ეს ვიცით, ახლა მაინც.”
კომენტარები