დები ანი და ნანუკა გუდავაძეები, როლებსაც ქართული საზოგადოება ორი წლის წინ არ იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გათხოვდნენ. ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილის ცოლია.
ყოფილი მოდელი დღეს შვილის აღზრდით არის დაკავებული. ცნობილია, რომ ივანიშვილების ოჯახი კარანტინის დროს “ტიკ-ტოკზე” ვიდეოებს აქვეყნებდა, რაშიც ჩართული იყო ახალი ნამშობიარები ნანუკაც.
AMBEBI.GE ავრცელებს ფოტოებს და ინფორმაციას ანი გუდავაძის და მისი მეუღლის ოჯახზე.
ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია, მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შენგელი ფიცხელაური მანამდე შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.
ანი გუდავაძის სტილი ძალიან ჰგავს პოპულარული დის სტილს. გოგონებს ახალგაზრდა დედა ჰყავთ, მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია.
კომენტარები