ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირად ცხოვრებაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდან. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” კოორდინატორია. დედა მზია ლეჟავა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.
პრემიერ-მინისტრის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.
სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრემიერ გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით. მისი მეორე ნახევარი ექიმი მარიკა ფანცულაიაა.
37 წლის მარიკა ფანცულაია “ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.
ქვეყნის პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა. ანა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს.
რაც შეეხება გიორგი გახარიას ოჯახის კიდევ ერთ წევრს, ეს მისი და თამუნა გახარიაა. პრემიერ-მინისტრის დაც ექიმია და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს.
წლების წინ, პრემიერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი დის ქმარი ანდრეი ტოლსტოი გარდაიცვალა. თამუნა გახარია ვაჟს ზრდის.
კომენტარები