ათენში საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, 20 წლის ახალნამშობიარები გოგონა, რომლის მკვლელობის საქმეში, სავარაუდოდ, ქართველი ფიგურირებს, კაროლინ კრაუჩია.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარა შანავა, სოციალურ ქსელში დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
„ძაღლი ჩამოახრჩვეს (ყეფდა), მოსამსახურეზე იძალადეს, ქმარი გაკოჭილი ჰყავდათ სხვა ოთახში. ფული (15 ათასი ევრო) ეგრევე მისცეს და არ დაჯერდნენ. გოგო არ დანებდა წამებას და გაგუდეს“
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 36 წლის ქართველი მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა. ის, გარდა ამ დანაშაულისა, მარტში, მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილია.
საქართველოს საელჩო საბერძნეთში კი, ბერძნული მედიისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, მათი თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე ამ საქმეზე დაკავებული არ არის:
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ამ დროისთვის, საქართველოს არცერთი მოქალაქე დაკავებული არ არის”
კომენტარები