დღეს ესპანეთში კორონავირუსით ერთი ქართველი გარდაიცვალა. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოდაავადება ჰქონდა, რაც ვირუსი დაერთო, რაც ასე ფატალურად დასრულდა.
„ალიას“ მადრიდში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, რომ გარდაცვლილი 5 შვილის დედა, ცირა ნაჭყებიაა, რომელსაც საქართველოში მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით, მისი ერთ-ერთი შვილი, 8 წლის გიო ნაჭყებია ფრაზით – „ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ვისწავლი მშიერი დაძინებას – ორჯერ მშივდება დღეში, ბევრია?”– გაიცნო.
„დედა რომ მახსენდება სულ მეტირება. ყოველდღე უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. დიდი ხანი არ ჩამოვლენ დედა და მამა, ნეტა გამაძლებინა იქამდე. მე კაცი ხომ ვარ ახლა, ხომ ვფიქრობ ჩემს დებს რა მოვუტანო საჭმელი, ბებოს რა ვუშველო. ჩემი ძმა პატარაა და ვერ დადის.
ამას წინათ მეზობელმა მითხრა სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ?“, – ყვებოდა პატარა გიო.
ცირა კეთილი ადამიანის შემწეობით, ქმართან ერთად საზღვარგარეთ, კერძოდ, მადრიდში წავიდა სამკურნალოდ, თუმცა, 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს მისი მდგომარეობდა დამძიმდა, რაც საბოლოოდ, მისი გარდაცვალებით დასრულდა.
კომენტარები