კორონავირუსი ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება.
ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა.
კლინიკა „მედკაპიტალის“ ექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
ექიმი ქალბატონი გახლავთ და ის 14 მარტს დაბრუნდა ამერიკიდან საქართველოში.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია, ამ თემაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო, როგორც მე ვიცი. მან როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა.
აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები ალბათ არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. მაგრამ ეს გამოვლინდება დინამიკაში. ამ ქალბატონთან არსებული კონტაქტებზე შესწავლა და დაკვირვება გაგრძელდება“
კომენტარები