ფოტო – theguardian.com
ქმარი, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობაში გამოტყდა, ბერძნული მედია, ქმრის ჩვენებაზე დაყრდნობით, საზარელი შემთხვევიდან მალევე, წერდა, რომ ბრიტანელი ქალი სახლში შეჭრილმა ქართველმა ყაჩაღებმა მოკლეს.
ხუთშაბათს 32 წლის პილოტი პოლიციამ ვერტმფრენით ალონიოსის კუნძულიდან ათენში გადაიყვანა, სადაც ის, მეუღლისათვის გამართულ, ხსოვნის ღონისძიებას ესწრებოდა. ქმარი რამდენიმე საათის შემდეგ გამოტყდა.
იქამდე იგი ამტკიცებდა, რომ ცოლი მოუკლეს სახლში შეჭრილმა ყაჩაღებმა, რომლებიც 11 მაისს ათენის გარეუბანში მდებარე სახლში შევარდნენ. მისი თქმით, სამმა ყაჩაღმა დააბეს და ჯერ ცოლი მოუკლეს, შემდეგ კი €15,000 წაიღეს. მისივე თქმით, ყაჩაღებმა მოუკლეს ძაღლიც.
თუმცა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქალი მაშინ არ გარდაცვლილი, რა დროსაც ქმარი ასახელებს, და დასახელებული დროის შემდეგაც ცოცხალი იყო. გარდა ამისა, კაცის მობილური ტელეფონის და ანძების გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ იმ მომენტში, როდესაც, კაცის მტკიცებით, იგი გაკოჭილი იყო, სინამდვილეში სახლის გარშემო მოძრაობდა.
20 წლის კაროლინი სხვენში იპოვეს მოკლული. ის 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს. მოკლულია ოჯახის ძაღლიც. ბავშვი დაშავებული არ არის.
შეგახსენებთ, დანაშაულის შესახებ ინფორმაციისთვის პოლიციას ჯილდო ჰქონდა დაწესებული 300 000 ევროს ოდენობით.
საბერძნეთის შს მინისტრმა კი განაცხადა, რომ შეძრულია ბარბაროსული დანაშაულით.
კომენტარები