პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, აშშ–ის მიერ, მოსამართლეთა დასანქცირებაზე საუბრისას, მთავარ არხთან ამბობს:
რას დაამსგავსეს სასამართლო? კანტრორა ჩამოყალიბდა რაღაცა კორპორაცია და პარლამენტში ოხანაშვილი… მდინარაძე არ დაგვავიწყდეს, ზარდიაშვილი თუ იყო ამ კლანის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რომელიც ჩემი წყალობით გააბუნძულეს და გააგდეს პარლამენტიდან, იმ ცნობილი ინციდენტის მეორე დღეს, მან დატოვა იქ მემკვიდრე, ეს გახლავთ მდინარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ამ სასამართლო გარიგებებში, ახლა კობახიძეა თავში პარლამენტიდან და ეს სანქციები ხომ ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მათამდეც უნდა მივიდეს. ხომ უყვართ ევროპაში ვოიაჟი, ხომ დადიან, ხომ იქ იბადებიან მისი შვილები, ხომ იქ სწავლობენ…
მე მგონია რომ ეს არ გაჩერდება, როგორც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსამართლეების სანქცირებამდე მივიდოდა პროცესი…
მე სიზმარი კი არ ვნახე, მაშინ ხდებოდა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდების ოპერაცია, მაშინ ვერ აკონტროლებდნენ ბოლო ინსტანციას. მეტი მსხვერპლის გაღება არ ვიცი რა იყო, კარგად მესმოდა, რასაც ვეჯახებოდი. შიშველ სადენებს ვკიდებდი ხელს, ეს კლანის მთავარი სია რომ ჩავარდა… ვერაფრით ვერ გადამაბიჯეს, მე უნდა გამომეტანა ეს სია, სხვა ვერავინ ვერ გამოიტანდა.
ვალერი ცერცვაძე, ყოფილი მოსამართლე (ასევე სანქცირებული) – ერთია, ვისაც აქვს ამ კლანის ჩამოყალიბებში წვლილი შეტანილი, ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, და მეორე – შეიძლება არ იყო სასამართლოში, იყო გარეთ და თუ ხარ კლანის წევრი, მაინც მოგეთხოვება პასუხი და კლანის ასეთი წევრები პარლამენტშიც სხედან, ვინც დავასახელე გვარები. მათამდეც უნდა მივიდეს ეს სია, რა მნიშვნელობა აქვს მანტია გაცვია, თუ პარლამენტიდან ახდენ გავლენას მოსამართლეებზე და ამ სასამართლო სისტემაში, წესიერი მოსამართლეებიც არიან, პატიოსნები, მცირედნი, მაგრამ არიან. მათთვის ეს ძალიან სერიოზული გზავნილია მხარდაჭერის და ახლა იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ პრევენციულ მექანიზმს, შეიძლება არ გიხაროდეს, შენი ქვეყნის მოქალაქეს ეხება, მაგრამ თუ ჩემი ქვეყნის მოქალაქე ქვეყნის თავისუფლებას და დემოკრატიას ეღობება წინ, და გვართმევს თავისუფალ სასამართლოს, დიახ ასეთ მოქალაქეს უნდა დაედოს სანქცია. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან ეფექტური იქნება ევროკავშირმაც ამ სანქციების განხილვა რომ დაიწყოს და ამას არ გამოვრიცხავ.
ეს მტკიცებულებები არ არის? რამხელა სკანდალია… და ხალხს უკვირს აქ სანქციები? – ბესელია
კომენტარები