ვარელი-ველისციხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები, გიორგი რუსიშვილია, ხოლო მისი შვილი 3 წლის ბიჭია.
24 წლის რუსიშვილი, კახეთში ცნობილი ექიმების, რუსიშვილების ოჯახიდანაა. ველისციხის მკვიდრის, თამარ ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა დედისერთა და რუსიშვილების ოჯახის უკანასკნელი მამაკაცი იყო.
„რამდენიმე წლის წინ, მისი მამა და ბიძა მძიმე სენით დაავადდნენ. თვითონ დედისერთა იყო. ასე, რომ გიორგი და მისი სამი წლის ვაჟის გარდა, ოჯახში მამაკაცი აღარ იყო. დედაც, რაიონში ცნობილი გინეკოლოგია. წუხანდელი შემთხვევა, უმძიმესია მთელი ოჯახისა და სოფლისათვის“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.
გიორგი რუსიშვილი ბოლო ერთი წლის მანძილზე თბილისში, მანქანების გასამართ სახელოსნოში მუშაობდა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვარელის-ველისციხის გზაზე მამა და მისი სამი წლის ვაჟი დაიღუპნენ.
პრაიმტაიმი
კომენტარები