საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ სოციალურ ქსელში იმ მინისტრებისა და მოადგილეების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც ყველაზე მაღალი საბანკო სესხები აქვთ.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ათეულში მოხვდა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები ეკატერინე ტიკარაძე და ნათელა თურნავა.
ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 115 000$-იანი იპოთეკური სესხი აქვს საქართველოს ბანკში, რომლის ვადაც 14 წელია.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს ნათელა თურნავას ის ათეულში მეორე ადგილს იკავებს 510 000$-იანი სესხით, რომელიც ორი ბანკის, საქართველოსა და თიბისის ანგარიშებზე აქვს.
კომენტარები