გიორგი გახარია, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაშია სტუმრად.
ინგა გრიგოლია:
ბატონო გიორგი, ირაკლი კობახიძე მოგიგოთ ეს ბრძოლა?
გიორგი გახარია:
არა, რას ამბობთ. მარტივია. ჯერ ერთი, არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება უჭირთ. ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ თავიანთი აზრი გამოთქვან და მარტო სხვისი აზრი არ გაახმოვანონ და მეორე – მე კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახი, რეალურად, სხვებსაც ვეძახდი კურდღლებს.
ინგა გრიგოლია:
ანუ, კურდღელია კობახიძე? პარტიაშიც გითქვამთ, შენ ხარ კურდღელი? ბატონმა გიორგიმ კურდღელი დაუძახა ირაკლი კობახიძეს.
კომენტარები