ვინ არის ფოტოგრაფი, რომელსაც უკვე ორი ადამიანი ასახელებს? რა როლი აქვს მას გიორგი შაქარაშვილის საქმეში და რა შეიძლება იცოდეს?
360 გრადუსში” შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძე ყვება:
“პირველადი ვერსიით, პირველივე დღეს რომ ჩავედით ვინმე ფოტოგრაფს ახსენებდნენ, რომელიც თურმე ხიდის ქვეშ იმალებოდა. მერე იყო ვერსია, რომ ნანგრევებში იმალებოდა ეს ფოტოგრაფიო. საერთო ჯამში გამოვიტანეთ აზრი, რომ იქ მესამე ადამიანი ფიგურირებს და შეიძლება ეს ფოტოგრაფია, გურის და გიორგის გარდა ერთი მოწმეა კიდევ. ბავშვების მონაყოლით ეს ფოტოგრაფი ამბობს, პოლიციაში მე დავრეკეო.
შეიძლება ასეც იყო, მაგრამ გიორგის დედა ამბობს, ბავშვი რომ დაიკარგა და პოლიციაში მივედით, იქ არ უთქვამთ, რომ მანამდე ვინმემ დარეკა და საქმის კურსში ჩააყენაო”
დღეს AMBEBI.GE-ს გოგონა უყვება მომხდარზე და ისიც ახსენებს ფოტოგრაფს, რომელიც იმავე წვეულებაზე იყო:
“ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.
წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.
ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არ გაიქცეოდნენ.
გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო”
როგორც აღმოჩნდა ფოტოგრაფი მართლაც არსებობს და ის იუბილარის მეგობარია.
დარეკა თუ არა მან 112-ში და მოახდინა თუ არა 112-მა რეაგირება, იმედია, მალე გავიგებთ.
იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგრაფი მართლაც ხიდის ქვეშ იმალებოდა, შესაძლოა, მას ბევრი ჰქონდეს დანახული და გაგონილი.
კომენტარები