დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა მოხდა “ტვ პურველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. თავს ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.
ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა “ტვ პირველის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას.
დღეს, პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი ამტკიცებდა, რომ ვერ მოახერხა პოლიციამ იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც დროშა ჩამოხია.
ჟურნალისტი, ნატო გოგელია, მემანიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობდა და წერდა, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე:
“მე გეტყვით _ ერთი (ჯინსის ქურთუკით), ოზურგეთელია – მამუკა ანდღულაძე. ცხოვრობს ბახვში და ერთი წლის წინ ავტომატით დაცხრილვასაც გვიპირება და რავიცი, კიდევ რა გითხრა კარგი და სასიამოვნო?”
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ სდუმს.
მოხდებოდა თუ არა, ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი, შსს–ს კანონის დაცვით რომ ემოქმედა, დაეკითხა აქციის ორგანიზატორები, მოეხდინა მყისიერი რეაგირება, მოეხდინა პირის იდენტიფიცირება, რაც სრულიად არ იყო რთული და მთელი დღის მანძილზე კარნახობდნენ, ამ ადამიანის ვინაობას და ემოქმედა? – ვფიქრობთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი!
ჟურნალისტი ნატო გოგელია ალტ–ინფოს ერთ–ერთმა ლიდერმა სცემა – რა მოხდა გურიაში
კომენტარები