თანამედროვე მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ღვთისმეტყველი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნავპაქტოსისა და წმიდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით, 2020 წლის 27 დეკემბერს აიცრა.
მიტროპოლიტი იეროთეოსი მსოფლიოში პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
იგი 75 წლის არის და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.
დღეს, საბერძნეთში კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
მართალია, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ყოფილიყო სადაც ვაქცინაცია დაიწყებოდა, ამირან გამყრელიძის თქმით, მაგრამ იმის შესახებ, კონკრეტულად როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია, ინფორმაცია ამ ეტაპზეც კი არ არსებობს.
კომენტარები