30 წლის სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ამერიკის ისტორიაში სენატორის სტატუსით შევა. მან დელავერის შტატში ხმების 73% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ამ შტატის ყოფილი სენატორი, ჰარის მაკდაუელსი 44-წლიანი სენატორობის შემდეგ სარას სასარგებლოდ გადადგა:
„გვინდა LGBTQ ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენი დემოკრატია მათზეც ვრცელდება“, – დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
სარამ სენატორობამდე დიდი კარიერული კიბე აიარა. ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა თეთრ სახლში მუშაობდა.
კარიერის პარალელურად, სარა პირადი ცხოვრებისთვისაც პოულობს დროს. ის ქორწინებაში ერთხელ უკვე იყო, თუმცა დაქორწინებიდან 4 დღის შემდეგ მისი მეუღლე გარდაიცვალა, მას სიმსივნე აღმოაჩნდა
კომენტარები