პოლიციელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლის ქალი მოკლა, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძეა.
საქმის მასალების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გაბრიაძემ “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი მოპირდაპირე კორპუსში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ თამარ ანთელავას კეფაში მოხვდა.
ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საზარელ ფაქტს ანთელავას მოხუცი დედა შეესწრო, რომელიც ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელები სწორედ გაბრიაძის სახლში ქეიფობდნენ და აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სახლში კი საიდანაც გასროლა მოხდა მინიმუმ 4 ადამიანი იმყოფებოდა.
დამნაშავემ ნუცუბიძის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლის აივნიდან რამდენჯერმა გაისროლა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ნიუპოსტი
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “ალიამ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მეზობელთან, რომელიც აცხადებს, რომ ამ სახლიდან, ყოველ ახალ წელს ისროდნენ იარაღიდან, ერთ-ერთი ტყვია ფანჯრიდან 30 სანტიმეტრით დაშორებულ კონდიციონერს მოხვდა – პოლიციაში ამის შესახებ ჯერ კიდევ წინა ახალ წელს დაწერეს განცხადება, თუმცა, ამ დრომდე, ტყვია ისევ კონდიციონერშია და ამოღებულიც არ არის!
რა ბედი ელის პოლიციის განყოფილების უფროსს, რომელმაც იცოდა, რომ ვიღაც ყოველ დღესასწაულზე იარაღიდან ბინების მიმართულებით ისროდა და რეაგირება არ მოახდინა – ამაზე ჯერ არც შსს საუბრობს და არც პროკურატურა.
ალია
კომენტარები