მეორე დღეა ბაჩალიაშვილის დედა, საუბრობს იმაზე, რომ მასზე პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბულინგი განახორციელა, გუშინ განცხადება გააკეთა პროკურორმა გოგორელიანმა და განაცხადა რომ თეონა თამაზაშვილი იტყუება და მისი გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღეს თეონა თამაზაშვილს შეხვდა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შეხვედრიდან გამოსულმა ოჯახმა განაცხადა, რომ პროკურორმა გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა და იგი საქმეს არაეთიკური მოქმედებების გამო ჩამოაშორეს.
პროკურორი მარიამ გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ჯერ კიდევ გუშინ ასე პასუხობდა:
“ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო”
დღეს კი, მთავარმა პროკურორმა, გადაწყვიტა რომ “ლოგიკური კითხვები” არაეთიკური ფორმით იყო დასმული.
რა თქმა უნდა, პროკურატურას ექნებოდა თეონა თამაზაშვილის და პროკურორი გოგორელიანის საუბრის ჩანაწერი, რის მიხედვითაც რთული არ იქნებოდა იმის დადგენა, ბაჩალიაშვილის დედა იტყუებოდა (როგორც ამას პროკურორი გვიმტიცებდა), თუ თავად პროკურორი.
კომენტარები