ინდოეთში ახალი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს. პრეზიდენტი „ნაციონალურ-დემოკრატიული ალიანსის“ კანდიდატი, დრაუპადი მურმუ გახდა. ის ინდოეთის ისტორიაში მეორე ქალი-პრეზიდენტია. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, მურმუ პირველი პრეზიდენტია ინდოეთში, რომელიც სანტალების ტომიდან არის. ეს ტომი ისტორიულად დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. მურმუს ფიცის დადების ცერემონია 25 ივლისს გაიმართება.
64 წლის დრაუპადი მურმუ მასწავლებელი იყო და 20 წლის წინ პოლიტიკით დაკავდა. ის ოდიშის შტატში მთავრობის ხელმძღვანელის მრჩეველი იყო. 2015 წელს კი ჯარკჰანდის გუბერნატორი გახდა.
ინდოეთში პრეზიდენტი, ძირითადად, წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამტკიცებს.
კომენტარები