ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სასტუმრო ,,ლუქსში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული პირი 47 წლის ბიზნესმენი გიორგი მაისურაძეა.
ბიზნესმენის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. შესაძლოა, მას კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს. მაისურაძეს მრავლობითი ჭრილობები თავში, გულმკერდსა და ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული.
სასტუმრო ამ დროისთვის დალუქულია და პერსონალის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ გიორგი მაისურაძე დუშეთში დარეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის, ,,ტექნო ჰოლდინგის”, ,,დიჯი ჰოლდინგისა” და ,,ფრეშ ჯორჯიას” წილის 100%- ის მფლობელია.
კომენტარები