ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველის” ინფორმაციით, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ კვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელსდაბადებული რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.
ბრალდებულის ფეისბუქ ანკეტის მიხედვით, დაკავებულს სამუშაო ადგილად “ქართული ოცნება” აქვს მითითებული.
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიელი მასწავლებლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შემდეგ ბრალდებული მთაწმინდაზე, შანაი ბრუკისის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა.
“ტვ პირველის” მტკიცებით, მურსაკულოვის დაკავების შემდეგ პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის იარაღი, დანაც ამოიღო, რომლითაც 31 წლის ქალს ათამდე ჭრილობა მიაყენეს.
შანაი ბრუკს თბილისის ტურისტულ ზონაში სასიკვდილო ჭრილობები დანით 40 დღის წინ მიაყენეს. ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ დანაშაული გახნილად დღეს გამოაცხადა, თუმცა გომელაურის უწყებას ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საზარელი მკველობის მოტივი არ დაუსახელებია.
შსს-მ დღეს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მამაკაცს ფოტორობოტით ეძებდნენ.
კომენტარები