საქართველოს მიერ ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთშია დამზადებული – ინფორმაციას ამის შესახებ oc-media.org-ი ავრცელებს.
24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტი იყიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ ტესტის მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია.
თუმცა, OCCRP-ის და Investico- ს ინფორმაციით, Biozek- ის ტესტები ჩინური ფირმის, Alltest-ის მიერაა წარმოებული.
Inzek–ის გენერალურმა დირექტორმა, ზეკი ჰამიდმა დაადასტურა, რომ ტესტები ჩინეთშია დამზადებული:
„ის ჩინეთში პროფესიონალი კომპანიაა და მათ საერთაშორისო სერთიფიკატებიც აქვთ“.
Biozek-ის ტესტები აქტიურად იყიდება.
შვეიცარიული კომპანიის Spring ერთ-ერთია, ვინც ეს ტესტები შეიძინა. კომპანიის წარმომადგენელმა OCCRP-თან საუბრისას განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების ყუთებზეც კი ეწერა, რომ ისინი ჰოლანდიაში იყო დამზადებული.
შესყიდვის შემდეგ ტესტები Spring-მა ასევე მიაწოდა მაკედონიაში მდებარე კლინიკას.
“ალია” – რატომ არ ყიდულობს საქართველო პირდაპირ ჩინეთიდან ტესტებს და რატომ ყიდულობს მეორე ხელისგან – უცნობია. თუმცა, ზოგადად ჩვენ გვიყვარს მეორე ხელისგან ყიდვა, ნაძვის ხეც ასე ვიყიდეთ, იტალიამ იყიდა ჩინეთში ნაწილები, ააწყო და მოგვყიდა. ალბათ, ასე უფრო “იაფი” გამოგვდის.
და ბოლოს, რა საჭიროა ტყუილი? ეთქვათ, რომ ჩინური ტესტებია, მაგრამ ჯერ იყიდა ჰოლანდიამ ჩინეთისგან და მერე ვიყიდეთ ჰოლანდიისგან ჩვენ. დაიმალებოდი? – არ არის ქართველი მკითხველი სულელი, ქალბატონო მინისტრო, მერამდენედ გვიწევს დღეს ამის შეხსენება.
კომენტარები