იუსტიციის სამინისტროს ახალი მინისტრი ეყოლება, პრემიერმა პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა:
მისი ბიოგრაფია ასეთია:
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს;
ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს;
2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი.
1991-2005წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე
2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში;
2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი;
2010-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;
2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2018 წელს იგი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს.
კომენტარები