სახელისუფლებო კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ გახარია მალე დატოვებს სკამს.
პარალელურად დიდი ცვლილებები იგეგმება ძალოვან უწყებებშიც, კონტრდაზვერვის უფროსი ლევან იზორია ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოსკენ გაუდგება გზასო, გვიყვებიან, მის ადგილას კი – სუსის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ გომელაური შსს-დან სუსში გადავიდა და მერე უკენ დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, ყველგან ჰყავს მეგობრები, სუსშიც და სსს-შიც – მისი რეპუტაცია იმდენად დაბალია, რომ მის დაშვებულ შეცდომებზე, პასუხს ხალხი ისევ გახარიას სთხოვს ხოლმე და გომელაური არც კი ახსენდებათ!
შსს-დან ე.წ. “საიდუმლო მასალები”, დაკითხვის ოქმები და ინფორმაცია, რომელსაც გრიფიც კი ადევს, პანტა-პუნტით მიდის რიგ მედიასთან, მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია პოლიციის იმიჯს საფრთხეს უქმნის – ვერც გახარიამ და ვერც გომელაურმა კადრების პრობლემა ვერ მოაგვარეს.
ვერც გახარიამ და ვერ გომელაურმა გაითავისა, რომ ორ დამნაშავე პოლიციელს არ უნდა გადააყოლო მთელი შსს!
შესაბამისად, ვერც გომელაური შეინარჩუნებს დიდხანს ადგილს.
რაც შეეხება გახარიას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი გადაჰყვა არა კონკრეტულ საქმეებს, არამედ – გუნდს, რომელსაც ზემოდან უყურებს და რომელმაც ვერ იგუა.
ამას დაერთო ამერიკის მკვეთრი განცხადებებიც და მოთხოვნა – მცირედით მაინც შეიცვალოს წინასაარჩვენოდ მთავრობა.
არც ზამთრის კურორტების ჩაგდებაა ცუდი მიზეზი, ასეა, თუ ისე, ივანიშვილმა, გახარიას ბედი უკვე გადაწყვიტა, ახლა მთავარი კითხვაა:
ვინ ჩაანაცვლებს გახარიას?
ვინ უფრთხილდება ბოლო თვეების მანძილზე თავის იმიჯს ყველაზე მეტად?
ვინ არის კაცი, რომელიც ცდილობს მოქალაქეთა ყველა ზარზე ჰქონდეს რეაგირება და მეტიც, შსს-დან დაზარალებულ ოჯახებსაც კი ეხმარება?
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ფარული ომი აქვს გაჩაღებული, მაგრამ თავს არ ესხმის, გუნდში კეთილგანწყობის მოპოვებითაა დაკავებული და პიარით.
მართალია, ღარიბაშვილი ცდილობს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს ჯარში არსებულ პრობლემებს აგვარებს, პრობლემებზეც ისაუბრა ღიად და ჯარისკაცებისთვის გაყინული ხორცის მაგიერ, ცოცხალ ხორცსაც იყიდის, მაგრამ ყაზარმების რემონტს, ინვენტარზე ზრუნვას და სხვა დაპირებების შესრულებას არ ჩქარობს – რადგან, ვინც მუშაობს – შეცდომებსაც უშვებს, რემონტისას ვინმე რომ დაშავდეს? ინვენტარის ყიდვისას – თანხა რომ გაიფლანგოს? სკანდალი არ სჭირდება. – ამიტომ, ის უბრალოდ ზის და ელოდება, როდის გაათავისუფლებს თვალის ჩაკვრით განთქმული კაცი სკამს.
ღარიბაშვილისთვის მთავარი ამოცანა იყო, მედიაში მწვავე და კრიტიკული სიიჟეტები არ ყოფილიყო დიდად მასზე და ამას მეტ-ნაკლებად თავი გაართვა – (თუ არ ჩავთვლით, მისი პიარის სკანდალურ ხელფასს, რის გამოც, პიართა უფროსის დანიშვნაც კი გაწელა, თუ არ ჩავთვლით “ალიაში” გახმაურებულ რამდენიმე ფაქტს) ხოდა, ახლა კი დამსახურებულ სკამს ელოდება, საზეპიროები აკი კარგად იმეცადინა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილიც ღარიბაშვილით აპირებს გახარიას ჩანაცვლებას, თუ მანადე რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა ღარიბაშვილმა, როგორიც იქნება მაგალითად, ფაქტი იმის შესახებ, რომ შსს-ს თანამშრომლები მის ჯარისკაცებს ავიწროებენ, იცის და ხმას არ იღებს – ვინ იცის, ვინ იცის – ცოტაც დაველოდოთ!
ალია, თამო კეშელავა
კომენტარები