ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას პასუხობს და ამბობს:
“ოპოზიცია მიდის, აწვდიან მცდარ, ტყუილ ინფორმაციას, შემდეგ ამას მოჰყვება გარკვეული განცხადება, შემდეგ ძალიან სწრაფადვე ეს ყველაფერი გაფანტულია ხოლმე, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ არავითარი ფესვი, რეალური დასაყრდენი, ასეთი ტიპის განცხადებებს, რომელსაც აწვდიან ჩვენი მაგალითად არასამთავრობოები და მიკერძოებული ორგანიზაციები მაგალითად აშშ-ს ან ევროკავშირის, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ საფუძველი არ გააჩნია”
შეგახსენებთ, ნედ პრაისმა განაცხადა რომ მათი შეშფოთების მიზეზი საქართველოს მთავრობის ზოგი ქმედებებია და საქართველოს პოლიტიკური სისტემის ზოგი განცხადებებია. როგორც ჩანს, სარჯველაძე თვლის, რომ ნედ პრაისს საქართველოს განცხადებების თარგმანს ოპოზიცია აწვდის და არა თავისივე ადმინისტრაცია.
კომენტარები