ნანა სულავა
აგერ, ფაშისტი სააკაშვილის ციხეების მწამებელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პრორექტორი ყოფილა პიარისა და მარკეტინგის განხრით. ეს ვაიქალი სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ პატიმრებს აწამებდა, ახლა სტუდენტებს ამახინჯებს გონებრივად და წარმოადგენს ამორალიზმის ინფექციის გამავრცელებელ ასოციალურ რეციდივისტს. მასთან კოგნიტურ კონტაქტში შესულ ახალგაზრდას ისევე გადასცემს ავადმყოფობას გონებრივად, როგორც მეძავი ფიზიკურად გადასცემს დაავადებას თავის პარტნიორს. ეს არ არის სიძულვილის ენა, ეს არის ფაქტი – ხათუნა ტიპური ნიმუშია სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისა, რომელიც ქუსლიანი ფეხსაცმლით სცემდა და აწამებდა პატიმრებს.
ვეკითხები საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შსს-ს საგამოძიებო ორგანოებს: რატომ დააფარეთ ხელი ამ სადისტსა და მანიაკ მინისტრს, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფუნქციონერს, რომელმაც სისტემა შექმნა? რა გარიგება აქვს მას პარტია „ქართულ ოცნებასთან“? რა უფლებით მიეცით საშუალება ამ მწამებელ მინისტრს, პედაგოგად რომ მოგვევლინა? ეს ხომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხეა? კალმახელიძის მსგავსები საქართველოს მომავალს უსპობენ. ეს არის თქვენი გასაოცარი დემოკრატია, ხათუნა კალმახელიძისნაირები დაუსჯელები რომ დადიან?
უწიგნური, გაუნათლებელი და უინტელექტო რომ არის, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როცა მატროსოვის ციხეში შემოსული მინისტრი, მე, უკანონოდ რეპრესირებულ ჟურნალისტს და ჩემთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გაგვექცა, იმის ნაცვლად, რომ, როგორც ქალი, ციხეში გამომწვდეულ ქალებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე გასაუბრებოდა და მოსიყვარულებოდა. თითქოს პატიმრების მოსანახულებლად შემოვიდა და გარბენით გაიქროლა. ისე მირბოდა, ალბათ, სააკაშვილიც კი ვერ დაეწეოდა. ეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა, სააკაშვილის ქალთა ციხეში რა განათლებისა და რანგის პატიმარი ქალებიც იხდიდნენ სასჯელს. მატროსოვზე მე არ მეგულებოდა ისეთი პატიმარი, რომელმაც არ იცოდა, რომ დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი სხვიტორში არ იყო დაკრძალული. ცნობილი ფაქტია, რომ ხათუნა კალმახელიძე საჩხერის რაიონში ჩასვლისას სოფელ სხვიტორში ეძებდა აკაკი წერეთლის საფლავს, თაიგული უნდა მივიტანოო. იმდენად შორსაა ქართული კულტურისგან კალმახელიძე, წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, აკაკი წერეთელი მთაწმინდაზე რომ არის დაკრძალული. ან როგორ ბედავს ეს ქრისტეს გამყიდველი საერთოდ, ეროვნული მოღვაწეებისა და მგოსნების საფლავთან მიახლოებას. ის უნდა დადიოდეს მისი რეჟიმის დროს წამებით დახოცილი ადამიანების საფლავებთან და დღე და ღამე დაყუდებული ინანიებდეს ცოდვებს! ვერ უშველის მას გიული ალასანიას კერძო კანტორა – ვითომ უნივერსიტეტში „პიარშიკობა“.
სად არის განათლების სამინისტრო? რა უნდათ ასეთ დამნაშავეებს განათლების სისტემაში? რატომ გვიღუპავთ მომავალ თაობას? ხათუნა კალმახელიძის მსგავსები ადამიანებთან კი არა, ცხოველებთან არ არიან შესაშვები.
ამ დღეებში ერთმა რომ დამირეკა და მითხრა: ქალბატონო ნანა, იცით, ხათუნა კალმახელიძე უმაღლეს სასწავლებელში ასწავლისო. მაშინვე დავუკავშირდი აღნიშნულ უნივერსიტეტს. ქალბატონმა მიპასუხა, ჩვენი პრორექტორია ხათუნა კალმახელიძეო. მკითხა, რატომ კითხულობთო? ლექციების კურსს მინდა დავესწრო, თუ როგორ ასწავლის სტუდენტებს პატიმრების წამებას-მეთქი, _ ვუპასუხე. ეს ინფორმაცია თავად უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეც იძებნება, თუმცა, ფოტოს ატვირთვას, ეტყობა, მაინც მოერიდნენ…
ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ გეკითხებით, რამე სხვაობა არის იმ ორ მმართველს შორის, რომლებიდან ერთი მონსტრებს ქმნის და მეორე წინამორბედის მიერ შექმნილ ამ მონსტრებსა და მანიაკებს იყენებს?! ამის შემდეგ რომელ ღირსებაზე, მორალსა და სამართლიანობაზე გველაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლება? ჯერ არ ამოვწყვეტილვართ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების სისატიკე საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ყველა ის (არა)ადამიანი კარგად გვახსოვს, ვინც სულში ჩაგვაფურთხა და მომავალი წაგვართვა…
კომენტარები