თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან მაქვს მოკრძალებული შეკითხვა:
ის ფაქტი, რომ ილია II არის ულმობელი, ამორალური, ეგოისტი, კრემლისტი, პოლიტიკანი, კოლაბორაციონისტი და კონფორმისტი – მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი მხრიდან გამოჩენილი გულგრილობით მიხვდით მხოლოდ?
მანამდე “ცოცხალი წმინდანი”, “ერის სიმბოლო” და “პატრიოტი მამულიშვილი” იყო?
ვინ გაზარდა მისი ძალაუფლება?
როდის გამდიდრდა ყველაზე უფრო მეტად საპატრიარქო?
ვინ დააჯილდოვა ილია II ბრწყინვალების ორდენით?
ვინ “დარჩა ბოლომდე მის სულიერ შვილად” და “ვინ არის ბოლომდე ერთგული მისი საგარეო და საშინაო მიმართებების”? (ციტატები აწ უკვე პატიმარ სააკაშვილის განცხადებიდან)…
ამიტომ, თუ გსურთ, რომ ხალხი გერწმუნოთ, ამ და სხვა შეცდომებსა თუ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, აღიაროთ, რეფლექსიას მიეცეთ და გადააფასოთ წარსული. ხალხი კი არ უნდა ამუნათოთ რატომ არ მოგვყვებითო, არამედ მიზეზები უნდა ეძიოთ თქვენში და დასკვნები გამოიტანოთ სამომავლო ნაბიჯებისთვის!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვათ ენის მოჩლექით საუბარს რუსეთის მეხუთე კოლონა – საპატრიარქოსთან და უნდა გათავისუფლდეთ დამღუპველი პიეტეტისგან!”
კომენტარები