ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ტოფილმა ბანკირმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე 5 მილიონი ამერიკული დოლარი დადო, რაც ყველაზე მაღალი პოლიტიკური ფსონია მსოფლიოში. ამის შესახებ გაზეთი Sun-ი იუწყება.
ცნობილი ხდება, რომ ბრიტანელმა კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოზე კერძო ბუკმეკერების მომსახურებით ისარგებლა, წინასწარ კი კონსულტაცია ექსპერტებთან გაიარა.
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესმენი 15 მილიონ დოლარს მიიღებს.
“ამ ფსონზე ჭორი გავრცელდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ფსონი, რაც კი ოდესმე პოლიტიკაში დადებულა“ – განუმარტა გაზეთს წყარომ ფსონების ინდუსტრიიდან.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნების დღეა. არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება – მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდანი.
კომენტარები