გუშინ, იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა, მისი ტყუპისცალი და კი მძიმედ დაშავდა, ის უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაღუპული მაია მაჩაიძეა. ის 36 წლის იყო. უმძიმესი ავარია თერჯოლაში მოხდა. მაია ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი ტყუპისცალი – რაია მაჩაიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.
როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, ტყუპი დები მაღაზიიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
„გუშინ, თერჯოლაში ერთმა მანქანის უნახავმა გაიტანა მაია და მისი ტყუპისცალი და – რაია, მარკეტიდან პროდუქტებით გამოსულები. მაია ადგილზე დაიღუპა და რაია სიკვდილს ებრძვის აპარატზე შეერთებული. ვერ ისწავლეს რაიონის ცენტრში ნელა სიარული და სიფრთხილე ზოგიერთმა. ვინ დაუბრუნებს მანანას და ავთოს შვილს თუნდაც სამუდამო მიუსაჯონ?” – წერს გარდაცვლილის ახლობელი.
კომენტარები