ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:
“გასაკვირი ის კი არ არის, რომ კორონავირუსმა ციხეებში შეაღწია. რისი გამორიცხვაც წარმოუდგენელი იყო, როგორც გაეროს გენარალურმა კომისარმა განაცხადა, პატიმრის ოჯახების სიმწარე გამოიწვია იმან, რომ ორი წელი ტანჯვაში არიან, თავისი ოჯახის წევრები პირადად არ უნახავთ, ოჯახები დაინგრა, უფლებების შეზღუდვის შედეგად, რომელიც მიუხედავად პანდემიისა ხანგრძლივი არ უნდა ყოფილიყო, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯერ ვინ ივარაუდა ის რომ ციხეში ვირუსი არ შეაღწევდა და მერე ვინ დაუშვა პატიმრების და მათი მეუღლეების 2 წლიანი წამება? თქვენ რატომ არ შეიზღუდეთ ცოლ-ქმრული ურთერთობები? თქვენთვის არ არის პანდემია? მაგრამ თქვენ ფსიქო-ემოციურ მდგომრეობას ხომ არ გაინადგურებთ, მერე ვინ მართავს ქვეყანას ასეთი ტიტანური იდეებით.
აი, რატომაა ხალხი გამწარებული.
ხალხი კი ყოველთვის მართალია, მათი ფსიქო-ემოციური ტანჯვა უკვალოდ, რომ არ ჩაივლიდა ვინმეს მაინც უნდა ეფიქრა და ასეთი ომის დროსაც კი თქვენ თავისუფლებას ყიდდით, ოფიციალურად, ხელაღებით, დაუფარავად.
ერთ განცხადებაში ნიკა აბრამიშვილს ვწერ:
,,მე ბოლომდე კანონიერად ვიბრძოლებ, თქვენ მასე გააგრძელეთ, დრო დაამტიცებს ვინ იყო მართალი.
ყველა და ყველაფერი, რომ მოატყუოთ, არქივი არ იტყუება ბატონო ნიკა”.
,,არქივი ყველაზე დიდი ადვოკატია ადამიანისა!”
კომენტარები