,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – სომხეთმა მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად სცნო აზერბაიჯანის ტერიტორიად. დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ვინ დგას რიგში შემდეგი? ჩემი ვარაუდით – ტაივანი, სადაც 2024 წლის დასაწყისში ძალზე საინტერესო დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პეკინს უკვე ჰყავს ორი ძალზე პერსპექტიული კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთზე უახლოეს პერიოდში გააკეთებს ფსონს.
ტაივანის სავარაუდო დაკარგვა, ავღანეთიდან აშშ-ს გასვლის ტოლფასი იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. ხოლო თვით ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს როგორ აისახება – ალბათ გასაგებია. ღმერთმა ქნას, არ ვცდებოდე – მაგრამ სამართლიანობის ზეიმის ამ რიგში საქართველოც რომ შეამჩნიეს ვაშინგტონიდან, ამის უშუალო მოწმეები ვართ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის “დაკარგვად” აღიქმება.”
კომენტარები