თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და არასრულმა პროფესურამ რექტორად ჯაბა სამუშია აირჩია. ის ერთადერთი იყო, რომელიც კონკურში მონაწილეობდა.
არჩევნებზე საბჭოს 38 წევრიდან 32 გამოცხადდა, 2 ხმა გაბათილდა, შესაბამიდან 30 ხმით, ერთკაციან არჩევნებში ჯაბა სამუშიამ გაიმარჯვა.
მანამდე, ჯაბა სამუშია აკადემიურმა საბჭომ აირჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მაშინაც ის ერთადერთი იყო, ვინც პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა.
არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. “მაისის სტუდენტური მოძრაობა” რექტორის არჩევის წესს აპროტესტებს და ამბობს, რომ ის არადემოკრატიულია. სტუდენტებმა გუშინ იმ აუდიტორიის კარის გადაკეტვა სცადეს, სადაც არჩევნები უნდა ჩაატარონ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კომენტარები