გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს- პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ოლაფ შოლცი დაამტკიცა.
შოლცს პარლამენტის 395-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 306 -მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შოლცმა ანგელა მერკელი 16 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ის გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას გაუძღვება.
შოლცის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, სამთავრობო კოალიციაში არიან “მწვანეთა პარტია” და “თავისუფალი დემოკრატიული პარტია”.
კომენტარები