ომის მე-17 დღე და ვითარება უკრაინაში – პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის ვიდეომიმართვა:
“ბრძენი ერი, ძლიერი ქვეყანა
დასრულდა ომის მე-17 დღე. ომის, რომელშიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით.
რუს ოკუპანტებს გათვლები აქვთ მხოლოდ აგრესიაზე, ტერორზე, ძალადობაზე და არმიაზე, რომელიც მათ ძალიან დიდი ჰყავთ, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი ბუნებრივი პირობები ამის გასაკეთებლად.
მათ ასევე არ აქვთ ბედნიერების შეგრძნების უნარი. არ იციან ოცნება, სადაც კი მივიდნენ ყველგან მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი სახელმწიფო აქციოს ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ ანალოგად. ზონა, რომელიც იზოლირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ზონა, სადაც მხოლოდ ძალადობაზეა დაფუძნებული ყველანაირი ღირებულებები.დააკვირდით ვინ გარბის რუსეთიდან და ვის გააქვს საკუთარი ბიზნესი სხვა ქვეყნებში. ესენი არიან პროგრამისტები, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში თავისუფალი სივრცე არ აქვთ, ბიზნესმენები რომლებიც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ, რომ რაღაცას წაართმევენ, მსახიობები, რომლებიც გრძნობენ რომ ქვეყანაში სადაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, ჩალის ფასი აქვს ხელოვნებასაც. ზუსტად ის, რაც დღეს სჭირს რუსეთს, ელოდება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და ეს იქნება სრული დეგრადაცია.
ხერსონის ოლქში ცდილობენ შექმნან ე.წ., ფსევდორესპუბლიკა. აშანტაჟებენ ადგილობრივ დეპუტატებს, ხელმძღვანელებს და ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვის მოსყიდვასაც შეძლებენ. მიზანი ერთია – შექმნან ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა.
იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ოკუპანტების პირობებს დათანხმდეს, გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ სამარეს ითხრით, ისევე როგორც ის ათასობით რუსი ჯარისკაცი.
დღეს ხერსონში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა სხდომა ჩაატარეს და 44-ვემ მხარი დაუჭირა, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა დაგვჭირდება დრო და ძალები, რომ ეს ძალადობრივი მანქანა გადავტეხოთ.
მინდა იცოდნენ ოკუპანტებმა ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ.
დღეს ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით, 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. გავგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთებიც, რომლებიც ქალაქებში ხვალ შუადღეს ჩავა.
ყოველ დღე ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს და ვეუბნებით, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი დახმარება, ეს იქნება დახმარება დანარჩენი ევროპისთვისაც. რადგან, ბოროტება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, არ გაჩერდება.გამოკითხეთ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა და მიხვდებით, რომ უკრაინა ლიდერია იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ხალხს მოსწონს, ხოლო რუსეთი არამხოლოდ ბოროტი ქვეყნის სიაშია, არამედ ის უფრო ბოროტია ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. ასე ფიქრობენ უბრალო ადამიანები აშშ-ში, ევროპაში და ამისთვის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ბრძოლის შინაარსის გაგებისთვის.
მივიღე გადაწყვეტილება 106 უკრაინელს, გმირის წოდება მივანიჭო. სამწუხაროდ 17 მათგანი დაღუპულია.
სამუდამო ხსოვნა გმირებს, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა.
დიდება უკრაინას”
კომენტარები