აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ სერიოზულმა დარღვევებმა როგორც არჩევნებს, ისე გასაჩივრების პროცესს, ზიანი მიაყენა.
“იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, ასევე, იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არა მხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც ძალიან სამწუხაროა”
დეგნანის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნაკლები აგრესია და ნაკლები სიძულვილის ენა გამოვლინდა. არჩევნებზე კი, საზოგადოების მაღალმა აქტივობამ ცხადყო, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით დაინტერესებულია.
კომენტარები