“ნოდარ მელაძის შაბათი” ინფორმაციით ასაჯაროებს, სატელეფონო საუბრებს, რომლითაც დასტურდება, რომ ხუთ ივლისის სისხლიანი დღის უკან, ივანიშვილის მთავრობა, კერძოდ კი, ღარიბაშვილის გუნდიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.
მედიის ცნობით, შემსრულებლებმა ფული – დამკვეთებმა კი სასურველი შედეგი მიიღეს.
რეპორტაჟის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, ვინც უმძიმეს დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამრევების მიყვანის ბრძანებას გასცემდა, მიხეილ ტურაბელიძეა. ეს უკანასკნელი ადამიანების უკანონო მოსმენების და პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის შესახებ ბრძანებების ავტორიცაა. შესრულებული სამუშაოს გამო, ტურაბელიძემ ჯილდოც მიიღო – მისი ცოლის სახელზე 2021 წლის ოქტომბერში ბაკურიანში სასტუმროს აპარტამენტები გაფორმდა.
“შაბათის ეთერის” მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიოფაილში მიხეილ ტურაბელიძე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს სთხოვს უთხრან, ვინ რამდენი ამრევი მიიყვანა ადგილზე ვითარების დასაძაბად.
სუსის შიდა მოხმარების “ჩატის” მიხედვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძალადობრივ აქციაზე მიყვანილ საკუთარ ხალხს ბოლომდე პატრონობდა, ცდილობდა ეხსნა ციხიდანაც.
აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც მედია აქვეყნებს და ამბობს, რომ საუბრობს მიხეილ ტურაბელიძე, ისმის სიტყვები:
“ბიჭებო, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ყველამ დავისვენოთ, როგორც ოპერებმა, ასევე ხელმძღვანელებმა. მე თუ არა, სახელმწიფო დაგიფასებთ ამ ამაგს, დარწმუნებული ვარ, როგორც შრომით საქმიანობაში, ასევე პირადად, ძმაო, ყველას გვერდით დაგიდგებიან, ძმაო, დარწმუნებული ვარ და თქვენც ესე ფიქრობთ, ალბათ.”
“რამეს ჩინურად ვლაპარაკობ? ყველამ დამიდასტურეთ და ჩამიგდეთ ზუსტი რაოდენობა, ვინ რამდენი მიიყვანეთ, რომ გადავცე…”
“ძმებო, ფრთხილად იყავით, ჩვენი პრინციპი არ არის სახეზე ვინმეს დავადოთ ტელეფონი და ისე გადავიღოთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნაძირლებიც იღებენ…; “ესენი არიან ვინც ჟურნალისტები გაძუყნა დაჭერას უპირებენ და ძალიან საჩქაროა და დღესვე გვჭირდება დადგენები.” – წერს, “ტვ პირველის” ცნობით ტურაბელიძე
კომენტარები