ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ასარჩევად Facebook-ით ხმის მიცემა მეორე დღეა, მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, 10 000 ხმიდან 6 000-ზე მეტი ამომრჩეველი ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერს მხარს, 3 000 კი ლევან ვარშალომიძეს.
“ქართულ პოლიტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ამდენად მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყოს პარტიის თავმჯდომარის არჩევა. ჯერ 24 საათიც არ არის გასული და უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიმდინარეობს გაფილტვრა, რომ არ მოხვდნენ შერჩევის პროცესში ე.წ. ბოტები და ტროლები, მათი ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება”, – ამბობს პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
ხმის მიცემა 25 დეკემბრის 21:00 საათამდე გაგრძელდება.
კომენტარები