საქართველოში “VTB ბანკის” საცალო აქტივები გაიყიდა და ის “ბაზისბანკმა” იყიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
რუსულ “VTB ბანკს” უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები დაუწესდა და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები აეკრძალა.
“ვითიბი ბანკ-ჯორჯიას” ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი გახდება “ბაზისბანკის” მომხმარებელი” – აცხადებს “ბაზისბანკი”
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “VTB ბანკმა” ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი დამფუძნებლების მიმართ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ბანკიდან კლიენტებმა დეპოზიტების გატანა დაიწყეს.
“VTB ბანკი”-საქართველოს ინფორმაციით, მას აქვს 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და საქართველოში ერთ-ერთი დიდი ბანკია. რამდენიმე დღის წინ, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ბანკმა განაცხადა, რომ მათ კლიენტებს პრობლემები არ შეექმნებოდათ.
კომენტარები