გამოცემა The Times ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავი, რომელიც “კიევის აჩრდილის” სახელითაა ცნობილი 13 მარტს, ოკუპანტებთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. The Times-ს მებრძოლი პილოტის დაღუპვა დღეს უკრაინის ხელისუფლებამაც დაუდასტურა.
გავრცელებული ცნობით, “კიევის აჩრდილმა” ომის დაწყებიდან 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.
მაიორი სტეფან ტარაბალკა 29 წლის იყო. იგი უკრაინის დასავლეთ ნაწილში, სოფელ კოროლივკაში დაიბადა. მან ხარკივის საჰაერო ძალების სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტარაბალკას ცოლი და 8 წლის შვილი დარჩა.
“კიევის აჩრდილი” პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეო პილოტზე, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს 6 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
სოციალურ ქსელებში მას უკრაინელები “გმირად” და “მფარველ ანგელოზად” მოიხსენიებდნენ, თუმცა “კიევის აჩრდილის” ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო.
სტეფან ტარაბალკას დაღუპვის შემდეგ გადაეცა უკრაინის უმაღლესი ჯილდო ბრძოლაში სიმამაცისთვის, ოქროს ვარსკვლავის ორდენი უკრაინის გმირის ტიტულით.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “კიევის აჩრდილი” ცოცხალია:
“კიევის აჩრდილი” ცოცხალია, ეფესბემ “თაიმსიც” კი შეცდომაში შეიყვანა“
კომენტარები