სოსო მანჯავიძე “მთავარი არხი”-ს სარედაქციო პოლიტიკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“საპარიკმახეროში შევედი,დედა და ორი შვილი ამუშავებს,კარგი ხალხია,მშრომელი და პატიოსანი დავჯექი, “მთავარი” ჰქონდათ ჩართული,ამერიკული ფილმი გადიოდა,თმას მისწორებს,,ფილმი დამთავრდა და საინფორმაციო გამოშვება დაიწყო.
ვნახოთ ერთი, რა ტყუილებს იტყვიან დღესო-თქვა დედამ და სიცრუის,სიყალბის,უხამსობის,პოპულიზმის,და კიდევ ეშმაკმა იცის,რის,ისეთი ნიაღვარი დამეფრქვა,რომ გული კინაღამ შემიწუხდა. ისედაც შემაძრწუნებელი ამბავი, ამათი პოლიტიკურად გათვლილი ხელოვნური ტრაგიზმის,და ყალბი თანაგრძნობის ინტონაციებით,რაც შეკმაზულია სრულიად უსირცხვილო ტყუილებითა და უხამსი მანიპულაციებით, ჯოჯოხეთურ განცდებს აღძრავს.
გინახავთ ალბათ და მოგისმენიათ, რა უცნაურ ხმებს გამოსცემენ ლეშის გარშემო შეკრებილი აფთრები. ენით ძნელი გამოსახატავია,მაგრამ რაღაც შემაძრწუნებელია მათ სიცილის მაგვარ კივილში. ზუსტად ასეთი განცდა დამეუფლა ამ საინფორმაციო ლეშისმჭამელთა იძულებითი სმენისას საპარიკმახეროში.
ვინ ხართ მართლა, რა დედამ გშობათ, ან რომელმა სელექციონერმა გამოგიყვანათ ყველანი ერთ თარგზე მოჭრილები, ან იმათ რაღა ეშველებათ,ვისაც თქვენ მოსწონხართ. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები.”- წერს სოსო მანჯავიძე.
კომენტარები