მარიამ ბაშარული, ავტოავარიებს ეხმაურება და წერს:
ვინ ხართ? რა ხალხი ხართ? რატომ ღუპავთ საკუთარ თავებსაც და სხვებსაც?
როდესაც ვიღაცას კლავთ, ან აზიანებთ შემდეგ სინანულს რა აზრი ან რა ფასი აქვს? ვის ჭირდება თქვენი სინანული?
ვინც საჭეს კიდებთ ხელს, რატომ გგონიათ რომ თქვენია ყველაფერი? სინანული უშველის ჩემს ელეს? სინანული უშველის ამ ქალბატონს? იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულ თუ დაშავებულ ხალხს უშველის მძღოლის წუხილი?
მე რატომ უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავეთ თუ ჩემი ელეს მკვლელისთვის კანონით გათვალისწინებულ მაქსიმუმ სასჯელს ვითხოვ? რატომ უნდა ვიფიქრო მე მის ოჯახზე და მისი ოჯახის ტკივილზე? მის ჯერარმოვლენილ ბავშვზე რატომ ვიფიქრო როცა ჩემი წვალებით და მერე როგორი წვალებით გაზრდილი ბავშვი ადგილზე მომიკლა?
არ გაბოროტდეო, შეუნდეო, აპატიეო მეგობრები მარიგებენ… როგორ? როგორ ვაპატიო? როგორ ვაჯობო ჩემს თავს? როგორ დავუშვა რომ სხვა “გრიგოლმა” სხვა ადამიანები იმსხვერპლოს?
არ ვიცი, როგორ, მაგრამ აუცილებლად მოვიკრებ ძალას ჩემი ელესთვის და აუცილებლად ვიბრძოლებ პოტენციური მკვლელი მძღოლების წინააღმდეგ! #იარენელა !
შეგახსენებთ, მარიამ ბაშარულის 16 წლის ბიძაშვილი, ელენე ბაშარული, რომელსაც მარიამი 2 თვიდან ზრდიდა, ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა.
კომენტარები