ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი:
“შარშან ამ დროს დამიწერია! ერთ წელიწადში ევროკავშირმა თავად გასცა პასუხი ჩემ კითხვებს! თავის მოქმედებებით რომელიც განახორციელა საქართველოში! ის შეიწყალე, ის დაიჭირე! ხელისუფლებაც მონურად უსრულებს სურვილს!
გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს!
ზელინსკისთან გაგზავნეს გზავნილი ხელისუფლებამ, ჩვენს მიერ ძებნილი დამნაშავე, ბანდიტი სააკაშვილი ვიცეპრემიერად არ დანიშნოთო, მაგრამ გადმოგვეცითო არ თხოვენ, რომ მოითხოვოს სახელმწიფომ გადმოგვეცით დამნაშავე სააკაშვილიო, უკრაინა ვალდებულია გადმოსცეს დამნაშავე საქართველოს მხარეს!
რასთან გვაქ საქმე??? ვინ მართავს ამ ხელისუფლებას და ბიძინას?! არ გიფიქრიათ ამაზე???
სამართლიანობა არ აღადგინოო! უკანონოდ წართმეული ქონება არ დაუბრუნო პატრიოტ ქართველებსო! ბოკერია და მისი დამნაშავე მეგობრები არ დასაჯოო! ეროვნული კანონპროექტები არ გამოიტანო განსახილველადო! სასამართლო გველისნაკბენივითაა გაშეშებული პატრიოტი ქართველების სამართლიანობის დასადგენად, ხმას ვერ იღებს!
მართლა გეკითხებით ქართველებო ვინ მართავს ამ ქვეყანას? გამორიცხეთ ბიძინა! ბიძინა უბრალოდ თავის დუმილით თავისთავზე იღებს ვითომ მართველის როლს! ტყუილია! გამოვფხიზლდეთ და სწორ გზას დავადგეთ! ცრუ ლიდერობა და ცრუ ლიდერები გავწიოთ განზე და საქმეს მივხედოთ უფლის სახელით! დიდება ღმერთს!!!”
კომენტარები