„ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები გაუუქმათ – ამ ინფორმაციას დეპუტატი ხატია დეკანოძე ავრცელებს:
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტულად თქვეს, რომ რუსული კანონის მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებით, 84-ვე დეპუტატს მიუვა შეტყობინებები და ეს იქნება მოგზაურობის შეწყვეტაზე კონკრეტული სანქცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი შეტყობინებები რამდენიმეს უკვე მიუვიდა, მალე მიუვა ძალიან ბევრს, მათ და მის ოჯახის წევრებს, რომ ვიზის შეწყვეტასა და გაუქმებაზე შეტყობინება მიუვიდეს აშშ-ის საელჩოებიდან და საკონსულოებიდან“
კომენტარები