შეგახსენებთ, დღეს პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა!
2 კვირით ადრე, კორონავირუსი დაუდგინდა “ოცნების” დეპუტატს ნინო წილოსანს, რომელიც ამბობდა, რომ გარშემომყოფებზე დარდობდა, მის გვერდით პრემიერიც იყო, თუმცა, მაშინ პრემიერმა თქვა: იზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემ მაგიერ ვინ იმუშავებს?
ახლა პრემიერი იზოლაციაშია და ნეტავი, ვინ მუშაობს მის მაგიერ?
პრემიერმა თქვა, მე ვმუშაობ იზოლაციიდანო – გამოდის, პრემიერი მუშაობს პრემიერის მაგიერ!
ა, ბატონო, კი ჰყოლია შემცვლელი, როგორ ტყუილად დაგვიხეთქა გულები!
სიმბოლურია, რომ პრემიერი მაშინ დაინფიცირდა და მაშინ მოუწია სახლში ჯდომა, როცა ოპოზიციის თითქმის ყველა პოლიტიკოსი ქუჩაშია გამოსული.
სოციალურ ქსელში, ბექა რამიშვილი წერდა – “კორონა დარჩა სახლში და პოლიტიკოსები მუშაობენ მის მაგივრად!” – ასე ჰგავს, კი!
და მაინც, “ალიას” უკვე 30 წელია ერთი კითხვა არ ასვენებს, გავიგეთ, ბატონო, რომ პრემიერისთვის პრემიერი მუშაობს, კორონასთვის პოლიტიკოსები და ჩვენთვის ვინ მუშაობს, ჩვენთვის?
კომენტარები