ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე/
თინა ბოკუჩავა:
“ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, გუშინ ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანსი დაუკავშირდა პირი, გიორგი ნოზაძე, და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება სავარაუდოდ ყალბი იდენტობაა, რომელიც სუსმა შექმნა, საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს გამოიძიონ ეს საკითხი.”
თინა ბოკუჩავას თქმით, ტელეფონი, საიდანც ნოზაძე რეკავდა, რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე. თავის მხრივ ჯანხოთელი, კი ცენტრალური საარჩევნო კომიისიის საძიებო სიაში არ იძებნება.
“ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ამ არჩევნებში ძალიან მშვიდად შევდივართ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ ჩვენ საარჩევნო შედეგში”.
თინა ბოკუჩავას თქმითვე, პარტია მიმართავს პროკურატურას, რათა გამოიძიონ, ვისი დავალებით ხორციელდება ეს ზარები, რადგან საუბარი იყო რევოლუციურ სცენარზე.
კომენტარები