პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი:
“სუსის ათასობით უკანონო მოსმენა შესაძლებელი გახდა 2014 წ. შემოდგომაზე ე.წ. მოსმენების სახელისუფლებო კანონპროექტის გათრევის გამო,.
მაშინ ხმალაძის მიერ მომზადებული, ორი გასაღების პრინციპზე აგებული რესპუბლიკელების კანონპროექტი ბევრ ხვრელს ამოუქოლავდა ხელისუფლებას და ამიტომაც გვებრძოდნენ ასე გამეტებით( მაშინაც ღარიბაშვილი იყო პრემიერი და ივანიშვილი დამკვეთი).
მაშინაც კარგად ესმოდათ შსს-ში, იზორიას აქტიურობით შექმნილი სახელისუფლებო კანონპროექტის ფსევდოავტორ პარლამენტარებს და მათ მხარდამჭერებს, რომ სუსს უკანონო მოსმენებზე მწვანეს უნთებდნენ უსამართლო კანონით”
კომენტარები