ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძეს თქმით, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს. მისივე თქმით, საერთო კანდიდატობასთან ყველაზე ახლოს არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია.
“გულწრფელად გეტყვით, ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ახლა, იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს კვირა არის საბოლოო კვირა, როცა ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დეტალებზე ვსაუბრობთ – როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ძალებთან. რამდენიმე ძირითადი შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა გასავლელი. ვფიქრობ, რომ პარასკევს საბოლოოდ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე”. – ამბობს ხატია დეკანოიძე.
კომენტარები